გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

10-11-2026

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.


მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტების - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მას „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.