გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში - მარიამ ქვრივიშვილი

10-11-2026

„შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში", - აღნიშნა ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან ამ მიზნების მისაღწევად.


„მწვანე ტრანზიცია ასევე მოითხოვს ინვესტიციებსა და კლიმატური საკითხების დაფინანსებას. შესაბამისად, მივესალმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.