გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები

12-11-2026

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები შეშფოთების საფუძველია.


"ჩვენთვის ეს პროცესები შეშფოთების საფუძველია. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო სიღრმისეულადაც ვისაუბროთ. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა,"- აღნიშნა პრემიერმა.