გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფოთში ჯილეხით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

9-11-2017

ფოთში ჯილეხის დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სხვადასხვა ჩივილით სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ძლიერი თავის ტკივილებით, ღებინებით, ყელის შეშუპებით რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ.


28 წლის ქალი, რომელსაც ჯილეხის დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევევით დაუდასტურდა, 6 ნოემბერს გარდაიცვალა.


წყარო: რადიო "ათინათი"