გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფლების - მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

13-11-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლების -  მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მისი დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ სოფელს შორის საგზაო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.