გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

16-11-2026

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს.


ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და მ. ჭ. -ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6.) კუთვნილ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.


ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ.


აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.