გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს - ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხდება

23-11-2026

პრობლემა დიდი ხანია არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხაფა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას.


მისი შეფასებით, სუროგაციისას ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა რაც ექსპლუატაციას უტოლდება. დეკანოზმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვილების გაშვილებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესია მიესალმება სუროგაციის სრულ აკრძალვას. “ისეთი სამწუხარო ფაქტები,როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტიურად ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება.


ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი. დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად, სუროგაცია ამას არ შველის,” - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.