გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

24-11-2026

თიბისიმ ზესტაფონში განახლებული ფილიალი გახსნა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ფილიალში ხელმისაწვდომია სრული საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება, პირადი ბანკირის სერვისი და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24/7 თვითმომსახურების სივრცე. 


ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 


ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება. 


ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს - გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. 


თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.