გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

17 იანვარი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღედ გამოცხადდა

16-01-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

აფეთქებას დიღომში 4 ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.