გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში გრიპის ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

18-01-2019

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 41 წლის მამაკაცი 10 იანვარს მოათავსეს. ექიმების ცნობით მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია და შეშუპება დაუდგინდა. მას ასევე ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. ექიმების თქმით, პაციენტს გამოკვლევების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით 26 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით საქრთველოში ე.წ. ,,ღორის გრიპით“ გარდაცვალების 18 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.