გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება

18-01-2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.


„მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ, დარწმუნდებიან, რომ პროცესი ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომია. ამასთანავე, ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ყველა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რაც ჩვენ გვაქვს - კონკრეტულად ეს ეხება ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ახალი პროცედურების შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.