გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამლული 9 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

21-01-2019

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგონა მოიწამლა.


შემთხვევა რუსთავში მეჩვიდმეტე რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მოწამლულთაგან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო ექიმის ცნობით, ბავშვსაც რამდენიმე საათში გაწერენ.


წინასწარი ინფორმაციით ინტოქსიკაცია ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულმა გაზგამათბობელმა გამოიწვია.


„ბავშვი წამიერად გაითიშა. დადგინდა, რომ ეს იყო ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტი.

ჩაუტარდა დეზიტოქსიკაციური ტოქსიგენოთერაპია.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაეწერება რამოდენიმე საათში, მის სიცოცხლეს საქმე არ ემუქრება“-განავხადა მკურნალმა ექიმმა.