გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში, ბუნებრივი აირით ორი ბავშვი მოიწამლა

22-01-2019

ქუთაისში, ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა 20 იანვარს, გამთენიისას ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვების დედა ამბობს, რომ ოთახში სადაც ბავშვებს ეძინათ, წყლის გამათბობელია დამონტაჟებული და ბავშვები დაგროვილმა CO -მ მოწამლა.


9 და 17 წლის მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა, თუმცა ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მოზარდი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს.


სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი იმ დღესვე დაათვალიერეს და წყლის გამათბობელი მოწყობილობა დალუქეს.