გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რკინიგზის ხიდს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

25-01-2019

ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილმა სარკინიგზო ხიდი დააზიანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.


შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ტრაილერი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა,  ხიდს შეეჯახა.  უსაფრთხოების მიზნით, ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა „თბილისი-ფოთის" მატარებელი.


ამჟამად მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.


როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ,  შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების შემოწმებისა და მოკვლევის მიზნით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





sputnik-georgia.com