გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისის მერია 4 650 ლარის ღირებულების საწვავს ყიდულობს

18-12-2017

ქუთაისის მერიამ საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად 4 650 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170016195)გამოაცხადა.

წინადადებების მიღება  მიმდინარე წლის 23 დეკემბერს იწყება და 26 დეკემბრამდე გასტანს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი ავტომანქანების ბუნებრივი დაწნეხილი აირით (3000 კუბ.მ) ეტაპობრივად, ტალონური სისტემით უზრუნველყოს, "შემსყიდველი"-ს მოთხოვნისთანავე, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში.

ტენდერში მონაწილე პრედენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე დაწნეხილი აირის ავტოგასამართი სადგურების ქსელი უნდა გააჩნდეს. ამათგან საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალიდან (ტრასის №ს-1) არაუმეტეს 100 მეტრის დაშორებით უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი დაწნეხილი აირის ავტოგასამართი სადგური. გარდა ამისა, ქვეყნის დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი) აუცილებლად უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტოგასამართი სადგური.