გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში სამართალდამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

28-01-2019

ბათუმში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მოქალაქე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შენობიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ, სადაც სამართალდამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ისინი წერეთლის ქუჩის მიმართულებით ცდილობენ გადაადგილებას, სადაც წუხელ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა დახლები და ჯიხურები აიღეს.


 ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.



IPN.GE