| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
7-02-2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მ.ა-სა და ნ.ა.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20 245.55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 354.74 გრამი) გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 20 245.55 ლარის ოდენობით შეეფარდათ.