გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარია

11-02-2019

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისის მოპირდაპირე მხარეს, მეხანძრეები ხანძარს აქრობენ. ძლიერი დაკვამლიანება ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე შეინიშნება. პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი მაუწყებელთან ამბობს, რომ სახლში მოქალაქეები არ იმყოფებიან.


პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული.თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად 5 ოჯახი დაზარალდა. ბათუმის მერიაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.


აჭარის ტელევიზია