გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

12-02-2019

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ მახათაძემ განცხადება დღეს დაწერა.


მახათაძე გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.


დღესვე, პოსტი დატოვა ზესტაფონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ. ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით კი, მერიის დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ.


“რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, მთელი გუნდი აპირებს, რომ დატოვოს სამსახური, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს, ჯერჯერობით ვაგრძელებთ მუშაობას”,–ამბობს ეკა დუგლაძე.


ზესტფონის მერიაში საკადრო ცვლილებები 11 თებერვალს დაიწყო. გუშინ პოსტი ვიცემერმა ელგუჯა კვეტენაძემ დატოვა. მერის მოვალეობას მეორე მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.


Droa.ge