გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბორჯომი–თბილისის მატარებლის და მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

12-02-2019

ბორჯომი–თბილისის სამგზავრო მატარებელს „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედაგად მსუბუქი მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა.


შემთხვევა ხაშურში, სოფელ ტეზერის მოსაცდელთან მოხდა. მანქანაში, რომელიც თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა, მხოლოდ მძღოლი იჯდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 


„მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გადის, ჩაუტარდა კვლევები, ნეკნები აქვს მოტეხილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტი კონტაქტურია. შეიძლება ფილტვის ღრუს დრენირება დასჭირდეს“, – განაცხადა სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა. 


მომხდარზე გამოძიება 275 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


სარკინიგზო მიმოსვლა ამ დროისთვის აღდგენილია.


სამხრეთის კარიბჭე