გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხელვაჩაურში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისას, სამი ადამიანი დაშავდა

13-02-2019

ხელვაჩაურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები წუხელ კლინიკებში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ექიმების ინფორმაციით, სამ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.


შპს "ბათუმი წყლის" ინფორმაციით, ისინი ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


ინტერპრესნიუსი