გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბახტაძე: 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

13-02-2019

გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ვსაუბრობ აზიურ ფაროსანაზე და მის გავრცელებაზე. წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ დახვეწილი, შეთანხმებულია ყველა წამყვან ექსპერტთან. 2019 წლის პროგრამის მიხედვით, დაახლოებით 45 მილიონი ლარი დავაფინანსებთ ამ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


მისი თქმით, სოფლის მეურნოება, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 



„სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება მიცემული, ამ პროგრამით მოვიცვათ სხვა პრობლემებიც, მაგალითად, როგორცაა სოკოვანი დაავადებები. დარწმუნებული ვარ, წარმატებული რეალიზაციის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნებთ და გავზრდით საექსპორტო პოზიციებს, რომელიც ორი წლის წინ გვქონდა'' - აღნიშნა პრემიერმა.