| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
13-02-2019
მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დევნილები საცხოვრებელ ფართობებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართობები უკვე 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.
მამუკა ბახტაძის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება.