გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში მშენებარე კორპუსებზე მონიტორინგი მკაცრდება

13-02-2019

უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სათანადოდ დაცვის მიზნით ბათუმის მერია სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს. თუ კომპანიები სამშენებლო კუთხით არსებულ მდგომარეობას არ მოაწესრიგებენ გაფრთხილების ჩაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და ობიექტებს შეუჩერდებათ მშენებლობის გაგრძელების უფლება. 


ობიექტებისთვის გაფრთხილელების ჩაბარების პროცესი უკვე სრულდება.


ნებართვის გარეშე მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ობიექტი 500 ლარით დაჯარიმდება. უნებართვოდ გაგრძელებულ თითოეულ დღეზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.