გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შავ ზღვაში ნავთობის მოპოვება დაიწყება

13-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ექსონ მობილი“ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს.


აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.


მინისტრის განცხადებით, კომპანია „შლუმბერჟე“ კი საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა.