გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ცეცხლმა 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა

18-12-2017

ქობულეთში სოფელ ლეღვაში სულიკო რომანაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მოხუცი და ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი შენობას გამთენიისას გაუჩნდა, დამწვარია სახლის სახურავი და მეორე სართული.

ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები აქრობდნენ. ოჯახს ქობულეთის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში ქირით გაიყვანს და ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით სახლის შესაკეთებლად თანხას გამოუყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ - ჯერობით უცნობია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

წყარო: "აჭარის ტელევიზია"