გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

386 190 ლარი ბიუჯეტიდან-ცესკო 8 უახლეს ავტომანქანას ყიდულობს

18-12-2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2017 წელს გამოშვებული 2 „ჯიპის“, 1 მიკოროავტობუსისა და 5 „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 386 190 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერები 8 ერთეული უახლესი ავტომანქანის შესყიდვისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 11 და 12 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერებში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 19 დეკემბრიდან და 25 დეკემბრამდე პერიოდში იწარმოებს. სავალდებულოა, რომ ტენდერში მონაწილე ნებისმიერ პრეტენდენტს 2015 წლიდან გააჩნდეს მსგავსი ტიპის ავტომანქანების მიწოდების გამოცდილება. 

1 მაღალი გამავლობის „ჯიპის“ შესყიდვის ღირებულება საშუალოდ 44 850 ლარს, მიკროავტობუსისა - 93 490 ლარს, 1 „სედანისა“ კი 40 600 ლარს შეადგენს. ავტომანქანების ცესკო-სათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, განბაჟბული, მარცხენასაჭიანი. 

წყარო: "გურიის მოამბე"