| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
15-02-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.