გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში ავტომანქანების განბაჟებასა და რეგისტრაციას ვერ მოხერხდება

16-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.


უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.


მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.