გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

20 თებერვლიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს

18-02-2019

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა. 20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა.


„დღეს, ხვალ და ზეგ შენარჩუნდება ქარი როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვა რაიონებში. ტემპერატურა დაბლობში დღისით 3 - 8 გრადუსის ფარგლებში, ხოლო ღამით 0- +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აგარა-გორის მონაკვეთზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ქარბუქი. 20 თებერვლიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.


ინტერპრესნიუსი