გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მესტიის სოფელ წვირმში სკოლის მშენებლობისთის 1 298 588 ლარი დაიხარჯება

18-02-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წვირმის ტერიტორიულ ერთეულში, ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. საჯარო სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე.


პროექტის ღირებულება 1 298 588 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


ამ ეტაპზე საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. მერიის ცნობით, შენობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (წყალი, შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, გარე განათება). შენობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილით და პანდუსით.


სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. უცხოური საწარმოს ფილიალი „კლასიკ-სტროი“ შეასრულებს.