გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში კაკაბზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

19-12-2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი. კაკაბი არ შედის ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, შესაბამისად, აღნიშნულ სახეობაზე, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ნადირობა აკრძალულია.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეს ჩამოართვეს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.