გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

18-02-2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავში, განათლების რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, სფეროში არსებული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.


შეხვედრას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.


სადისკუსიო ნაწილში ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი გარემოს შექმნის უზრუნველყოფაზე. ასევე, მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებსა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე.