გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ძლიერმა ქარმა სოფელ შავშვების სკოლის ეზოში მდებარე შენობას სახურავი გადახადა

19-02-2019

ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სკოლის ეზოში მდებარე შენობას სახურავი გადახადა. შენობა წლების წინ პედაგოგების საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ამჟამად კი უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობის სახურავი ქარმა სკოლის ეზოში გადაადგო.


„უკვე მესამე დღეა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია. ქარმა შავშვების სკოლის მიმდებარედ არსებული შენობის სახურავი დღეს დილით მოგლიჯა და სკოლის ეზოში გადაადგო. საბედნიეროდ, ამ დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსწავლეები და პედაგოგები არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ცოტა ხანში დაიწყებენ სკოლის ეზოს დასუფთავებას სახურავის ნარჩენებისგან“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.


ინტერპრესნიუსი