გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში, გადაუღებელი წვიმისა და ქარის გამო, სახლის კედელი ჩამოინგრა

19-02-2019

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა. გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო ჩამოინგრა სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულმა, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს.


დაზიანებული სახლის დასათვალიერებლად ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მივიდნენ.


გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერია დაზარალებულ ოჯახს დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს. პარალელურად დაითვლება ზარალი და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება სტიქიით დაზარალებული ოჯახის დახმარება.


Kutaisi Post