გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში საბავშვო ბაღში ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დასრულდა

20-02-2019

ბათუმში 31-ე საბავშვო ბაღში ინციდენტთან დაკავშირებით ბათუმის ბაღების გაერთიანებამ მოკვლევა დაასრულა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. მას სამედიცინო მკურნალობა თბილისში ჩაუტარდა.


ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით უცნობია ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა და რა სანქციები გატარდება.


''31 საბავშო ბაღში ბავშვის მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დასრულებულია. უახლოეს დღეებში იგეგმება დისციპლინური კომისიის სხდომა სადაც გადაწყდება ბაღის აღმზრდელების მიმართ რა დისციპლინური სახდელი იქნება გამოყენებული'' - განაცხადა მამუკა შამილიშვილიმა.


აჭარის ტელევიზია