გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

27 წლის შემდეგ პირველად, სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

20-02-2019

ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში 18-ე საბავშვო ბაღია.


გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი -ზურაბ სეხნიაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი - მარიკა ოთარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი 27 წელი არ ფუნქციონირებდა და მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. ამ ეტაპზე, იგი გათვალისწინებულია 24 აღსაზრდელისათვის, ხოლო ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში უკვე დასაქმებულია 10 ადგილობრივი მოსახლე.