გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადავიდა

20-02-2019

სოფელ მარადიდში, მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თემურ დიდმანიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ფაქტი, სავარაუდოდ, „კირნათიჰესს“ უკავშირდება.


ადგილობრივების თქმით, წყლის დონის მატება დაახლოებით დღის 12 საათიდან დაიწყო. ამბობენ, რომ სავარაუდოდ დატბორილია ერთი მონაკვეთი, სადაც სასაფლაო და ხიდია. ხელვაჩაურის რესურსცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სკოლასთან ახლოს, თუმცა დატბორილია გზა, რომლითაც მოსწავლემ უნდა გაიაროს.


აჭარის ტელევიზია