გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სენაკში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

23-02-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შპს „სენამედში“ დღეს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.


მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები მონაწილეობდნენ.


თბილისის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრის ანგიოლოგ, შალვა გლახოშვილთან და სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ ოფთალმოლოგ, ნიკოლოზ ნიკოლეიშვილთან კონსულტაციების შემდეგ, პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.


სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნო. აქცია ხვალაც გაგრძელდება. ის პერნამენტულ ხასიათს ატარებს და შპს ,,სენამედის“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.