გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის 9 ფაქტი გახსნა-დაკავებულია 4 არასრულწლოვანი

24-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაკურიანში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს. 9 დანაშაულში მხილებულია 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ.


სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.


პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენაში ამხილა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა.


ხუთივე არასრულწლოვანი ქურდობის 9-ვე ფაქტს აღიარებს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.