გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შავ ზღვაში 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა

27-02-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე - თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით განხორციელდა.


ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.


საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული.