გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში ორი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

27-02-2019

დღეს ქუთაისში ორი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გარემონტდა.


რეაბილიტირებული საჯარო სკოლები აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით 71 საჯარო სკოლას ჩაუტარა.


პროექტის ფარგლებში, ქვეყნის რეგიონებში, 91 საჯარო სკოლის რეაბულიტაციაა დაგეგმილი.


Kutaisi Post