გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის სამი პირი დააჯარიმეს 

27-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას და ასევე, სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური შემოწმების შედეგად, ჯამში 5,480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.