გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან მამაკაცი გაიტაცეს

1-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ შამგონადან, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტებმა ამავე სოფლის მკვიდრი, 55 წლის გულადი ხუბუა გაიტაცეს.


შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ხუბუას ოჯახმა გატაცების შესახებ დღეს შეიტყო. მათ უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია.