გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა

1-03-2019

დღეიდან, 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია, - ამის შესახებ მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს.


აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.