გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვახტანგ ყოლბაია ღონისძიება „მხოლოდ ქალების“ დაჯილდოებას დაესწრო

2-03-2019

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.


ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონი დაჯილდოვდა.


აფხაზეთის სამინისტროს ცნობით, დაჯილდოებულთა შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი იყვნენ.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.