გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარდაბანში თივით შენიღბული ფიცრის უკანონოდ, ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

3-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.


მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტომანქანა დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.