| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
9-03-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, "ფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით. ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
17-01-2026