გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულზე 2 მილიონამდე ლარით მეტი დაიხარჯება

20-12-2017

ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. გამარჯვებულ კომპანიაში ი/მ „თემურ ალბექიონი“ და შპს „გზები & კეთილმოწყობა“ ერთიანდება.
ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება, რაც გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე (9`994`513.00 ლარზე) 1 979 923 ლარით მეტია.
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაცხადა და მასში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე ნაკლები ფასი 8`819`684.00 ლარი შპს „დაგმა“ დააფიქსირა, თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მას უარი სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ეთქვა. მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის კომპლექტი მცირე სამუშაოების შესყიდვისთვის ეროვნული საკონკურსო ვაჭრობა და ფინანსური რესურსების.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„გამარჯვებული დღეს გამოვლინდა. შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანია ახალ წლამდე დაიწყებს მობილიზაციას“, - აღნიშნეს ფონდში.
კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

წყარო: რადიო "ათინათი"