გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სვანი პატარძლის ფოტო გამოაქვეყნა

9-03-2019

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ რვა მარტთან დაკავშირებით ქალთა გამორჩეული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში, სვანეთში გადაღებული პატარძლის ფოტოც მოხვდა.


ფოტოს ავტორი დიანა მარკოსიანია.


„დედოფალი საკუთარი ქორწილის დღეს, სვანეთში, საქართველოში. სვანეთი იზოლირებული მთიანი რეგიონია, სვანი ხალხით დასახლებული; ადგილობრივები, რომლებმაც შექმნეს საკუთარი უმწერლობო ენა“ – აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.


ფოტოს 250 ათასამდე მოწონება და 1000-ზე მეტი კომენტარი აქვს.


„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალია.